დავით მათიკაშვილის მეუღლე ნინო მამულაშვილი უვადო მოსამართლედ აირჩიეს

დავით მათიკაშვილის მეუღლე ნინო მამულაშვილი უვადო მოსამართლედ აირჩიესიუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის მეუღლე უვადო მოსამართლედ აირჩიეს.

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლის ნინო მამულაშვილის კანდიდატურას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა, არ დაუჭირეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შერჩევასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჰქონდათ და კენჭისყრის დაწყებამდე ამბობდნენ, რომ სასამართლო კლანი პოზიციების გამყარებას ცდილობს.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით მათიკაშვილს, მან საკითხის შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა.