დეტროიტში დემონსტრაციის დროს 19 წლის მამაკაცი მოკლეს

დეტროიტში დემონსტრაციის დროს 19 წლის მამაკაცი მოკლესდეტროიტში დემონსტრაციის დროს 19 წლის მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. მისი თქმით, ცეცხლი წუხელ დაუდგენელმა პირმა გახსნა. მოგვიანებით, ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამასთან, დეტროიტის პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დააკავეს მამაკაცი, რომელიც პოლიციელის მოკვლას ცდილობდა.

„ჩვენ ვერ გავდგებით გვერდზე და ვერ დავრთავთ ნებას პატარა უმცირესობას და კრიმინალებს, მოვიდნენ აქ, თავს დაესხან ჩვენს ოფიცრებს და საზოგადოება საფრთხეში ჩააგდონ. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“,-განაცხადა ჯეიმს ქრეიგმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ათობით ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტი რამდენიმე დღის წინ, პოლიციელის მიერ ქვეყნის აფროამერიკელი მოქალაქის მკვლელობამ გამოიწვია.