ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 7 ივნისამდე გახანგრძლივდა

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 7 ივნისამდე გახანგრძლივდაესპანეთის პარლამენტმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 7 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე მეხუთედ გახანგრძლივდა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, აღნიშნული ზომა საჭიროა იმისთვის, რომ ესპანელების მიერ გაწეული უზარმაზარი ძალისხმევა ფუჭი არ აღმოჩნდეს.

იმედინიუსი