“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია “ქართული ოცნების” წევრებს მიმართავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ისტორიის სწორ მხარეს გადასვლა არასდროსაა გვიან.
ნიკა მელია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხზე გუნდი მოატყუა და ზურგი აქცია, ახლა კი პარტიის წევრებიც ასე უნდა მოიქცნენ.
“საბოლოო ჯამში, რა ვიხილეთ, ასევე შეგაწმინდავთ ხელს (ბიძინა ივანიშვილი). ამიტომ სანამ დროა, ჩემი თხოვნაა, არასდროს არაა გვიან გადმოხვიდეთ ისტორიის სწორ მხარეს, თქვენ მგონი უკვე თავად უნდა აქციოთ ზურგი ბიძინა ივანიშვილის. ამიტომ წარმატებები, გილოცავთ ამ მოპოვებულ გამარჯვებას, ხაზს ვუსვამ მოპოვებულს, ეს გამარჯვება ციდან არ ჩამოვარდნილა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიამ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ აღარ შევიდეს პოლემიკაში და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნიკა რურუა, რათა შეთანხმება სრულად შესრულდეს.

