გახარია – “ფარცხალაძე დაჯარიმდა”

გახარია - "ფარცხალაძე დაჯარიმდა"პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის პირობებში, რუსთაველის გამზირზე მანქანით მოძრაობისას შენიშნეს, დაჯარიმდა.

ფარცხალაძის შესახებ პრემიერს ოპოზიციის დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა ჰკითხა.

„ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ? დააშავა? დაჯარიმდა, გადაიხადა, ეგეთი ბევრი დაჯარიმდა, 9 000 ჯარიმა იყო…” – განაცხადა პრემიერმა.

მას სიტყვა ხათუნა გოგორიშვილმა შეაწყვეტინა, რომელმაც დაზუსტება სთხოვა, ნამდვილად დაჯარიმდა თუ არა ფარცხალაძე, რაზეც პრემიერმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა დაჯარიმდა. ჩვენ სამართლიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ, დააშავა? დაჯარიმდა”.

იპნ