“გახარია, რა დაგიშავა ამ ქვეყანამ?!” – დავით ჭიჭინაძე პრემიერს მიმართავს

"გახარია, რა დაგიშავა ამ ქვეყანამ?!" - დავით ჭიჭინაძე პრემიერს მიმართავს„გახარია, რა დაგიშავა ამ ქვეყანამ?!“ – ამ კითხვით მიმართავს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე პრემიერ გიორგი გახარიას და აცხადებს, რომ მას ბიზნესომბუდსმენობიდან მოყოლებული არაფერი გაუკეთებია.
„ბიზნესომბუდსმენი იყო და გარდა იმისა, რომ ბიზნესს არაფერი გაუკეთა, არავისთვის არაფერი დაუბრუნებიათ; ეკონომიკის მინისტრობის დროს, ერთი ინიციატივითაც კი არ შემოსულა პარლამენტში; შს მინისტრი გახდა და, კინაღამ არაერთხელ „აგვაფეთქა“ – ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მოვლენებიდან დაწყებული, პანკისის მოვლენებით გაგრძელებული; პრემიერად დანიშვნის დღეს კი, საბაჟო ტერმინალიდან მოპარულ ტრაქტორზე მივაწოდე

ინფორმაცია პარლამენტის ტრიბუნიდან და ისიც კი ვერ იპოვეს დღემდე!“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, 21 მაისს ფაქტიურად, პარლამენტის კაპიტულაცია მოხდა.

„რადგან პარლამენტმა პრაქტიკულად ყველა უფლება-მოვალეობა მთავრობას გადააბარა. რეალობა კი დგება ისეთი, როდესაც ზღუდავენ პიროვნების თავისუფლებას, გადაადგილების თავისუფლებას და კერძო საკუთრებას“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.