გარდაცვლილი ქალის ოჯახი ალადაშვილის კლინიკას სასამართლოში უჩივის

გარდაცვლილი ქალის ოჯახი ალადაშვილის კლინიკას სასამართლოში უჩივისგარდაცვლილი ქალის ოჯახი ალადაშვილის კლინიკას სასამართლოში უჩივის.
მათი თქმით, ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებაში სისხლის მოწამვლის დიაგნოზით მიიყვანეს, თუმცა მას შემდეგ რაც სადაზღვეო პოლისით გათვალისწინებული თანხა ამოიწურა ოჯახს მძიმე პაციენტის ბინაზე გადაყვანა აიძულეს.
გარდაცვლილის ოჯახის თქმით, კლინიკიდან გამოწერილი ქალი კიდევ უფრო დამძიმდა, რის შემდეგაც ის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ იქ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
“ნიუ ჰოსპიტალში” რომ შევიყვანეთ, ექიმები, პროფესორების გაგიჟდნენ. ეს ავადმყოფი საერთოდ საავადმყოფოდან როგორ გაწერესო. როცა თანხა ამოიწურა დაფინანსების, ზუსტად მაშინ გამოწერეს ბინაზე”,- აცხადებს გარდაცვლილის დედამთილი, ნელი ბერძენიშვილი.

ალადაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ:

“ჩვენთან შემოყვანისას პაციენტი იყო კრიტიკული და ჩენგან გაეწერა პაციენტი, რომელიც ლაპარაკობდა, ჭამდა თავისი ხელით, მეტყველებდა, იცინოდა, იღიმოდა,. შეიძლებოდა პაციენტის მდგომარეომა დამძიმებულიყო იმდენად მძიმე და რთული დიაგნოზები ჰქონდა”,- აცხადებს ალადაშვილის კლინიკის მთავარი რეანიმატოლოგი, ლევან ბესელია.

ნიუპოსტი