გიგი უგულავა – “ვანო მერაბიშვილი ნაციონალებს შეუერთდება”

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება. აღნიშნულის შესახებ უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის საქმეა. საიდუმლო გავეცი?-არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს, მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო“, – განაცხადა უგულავამ.

იპნ