“გომელაურმა მითხრა, კინაღამ ჩამოვლეწე ყველაფერი, ეს რომ გავიგეო” – შს მინისტრი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს შეხვდა

"გომელაურმა მითხრა, კინაღამ ჩამოვლეწე ყველაფერი, ეს რომ გავიგეო" - შს მინისტრი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს შეხვდახელისუფლება მაჩალიკაშვილების ოჯახთან დაპირისპირების დამთავრებას ცდილობს. ვახტანგ გომელაური შვილმოკლულ მშობლებს შეხვდა. მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი აუდიენციის შესახებ ყვება. ირკვევა, რომ სუს-ის ყოფილმა უფროსმა და ამჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მაჩალიკაშვილებს ბოდიში მოუხადა, თუმცა უთხრა, რომ სპეცრაზმელს არ დასჯის.

“მესაუბრა თავაზიანად, ბოდიში მომიხადა, თავისი დანაშაულიც აღიარა, რომ ბრძანება გასცა, რომ დაეკავებინა. რომ დაურეკეს და თქვა, ეს გავიგეო, დაიფიცა შვილები, კინაღამ ჩამოვლეწე ეს ყველაფერიო, ძალიან მეწყინაო, მოხდა ასე, გაუვარდა სპეცრაზმელსო…ეს ვერ აგიხსნით, ისეთი რამ არის სპეცრაზმელი რომ დავსაჯოთო…. გოგაშვილზე გვქონდა საუბარი. გაშვებულიაო. პარტიაში მუშაობდა და იქაც აერია საქმეებიო” – ამბობს მედიკო მარგოშვილი “ტვ პირველთან” ინტერვიუში.

ნიუპოსტი