ირაკლი სესიაშვილი – “ნაცკლასტერმა რომ გაიმარჯვოს, ისეთ საარჩევნო სისტემას არ მივიღებთ”

ირაკლი სესიაშვილი - "ნაცკლასტერმა რომ გაიმარჯვოს, ისეთ საარჩევნო სისტემას არ მივიღებთ"ნამდვილად ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაცკლასტერი“ გაიმარჯვებს, ამის თეორიული შესაძლებლობა არ არის, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი მტკიცებით, ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს, რადგან საარჩევნო სისტემის შესახებ გაცემული დაპირება ქართული საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია.

„პირველ რიგში, ჩვენ, ჩვენი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და ხალხის მიმართ. ასევე, პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ საერთაშორისო ურთიერთიბის კონტექსტში, როცა გვინდა, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გავხდეთ. ამიტომ, ჩვენს დანაპირებს შევასრულებთ. ნამდვილად ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც ნაცკლასტერი გაიმარჯვებს, ამის თეორიული შესაძლებლობა არ არის. ვფიქრობ, საბოლოო შეთანხმება მეტ-ნაკლებად მისაღებია ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის და იმისთვის, რომ პოლიტიკური ქაოსი არ შეიქმნას“, – განაცხადა სესიაშვილმა.

იპნ