კანონიერი ქურდი თენგიზ ლაკერბაია აფხაზეთში იზოლატორში ცემეს

კანონიერი ქურდი თენგიზ ლაკერბაია აფხაზეთში იზოლატორში ცემესქართველი კანონიერი ქურდი თენგიზ ლაკერბაია ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემეს.

მას ფიზიკურად იმავე დაწესებულებაში მყოფი სხვა კრიმინალური ავტორიტეტები გაუსწორდნენ.

საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ თენგიზ ლაკერბაია და კიდევ ერთი პატიმარი ჩუმად ჭამდნენ.

ამ ფაქტს ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

თენგიზ ლაკერბაიას მწვავე დაპირპისპირება აქვს გავლენიან რაულ ბარცბასთან, რომლის დაჯგუფების ორი წევრი – ასლან ავიძბა და ასტამურ შამბა _ სოხუმში რამდენიმე თვის წინ ჩაცხრილეს.

მომხდარში რაულ ბარცბას კლანი თენგიზ ლაკერბაიას და მის მოკავშირეებს ადანაშაულებს.

ეს სისხლიანი დაპირისპირება აფხაზეთში კრიმინალური გავლენებისთვის ბრძოლას უკავშირდება.

ნიუპოსტი