კონტე – “იტალიამ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა, ვაქცინის აღმოჩენას ვერ დაველოდებით”

კონტე - "იტალიამ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა, ვაქცინის აღმოჩენას ვერ დაველოდებით"იტალიამ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა ახალ ფაზაში თავდაჯერებული და პასუხისმგებლობით სავსე უნდა შევიდეს.

„ჩვენ ვერ გავჩერდებით და ვერ დაველოდებით ვაქცინის აღმოჩენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შეუქცევადად კომპრომისულ საზოგადოებასა და წარმოებას“, – აღნიშნა კონტემ.

მან ხაზი გაუსვა დახმარების პაკეტის მნიშვნელობას, რომელიც მთავრობამ პარლამენტში შეიტანა.

კონტემ ბანკებს მოუწოდა, უფრო ეფექტიანად ჩაერთონ ვითარების გაუმჯობესებაში.

“მათ მეტის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სესხების ჩუქებასთან დაკავშირებული პროცედურების დასაჩქარებლად”, – აღნიშნა პრემიერმა.

იტალია ევროპის პირველი ქვეყანა იყო, რომელიც კორონავირუსმა მძიმედ დააზარალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 227.364 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსისგან განიკურნა 132.282 ადამიანი. გარდაიცვალა 32.330 ადამიანი.

ბოლო კვირების მანძილზე იტალიაში დღიურ შემთხვევათა და გარდაცვლილთა რაოდენობამ იკლო.