კონტე – “ზეიმის დრო ჯერ არ არის” – იტალიაში სოციალურ დისტანციას არ იცავენ

კონტე - "ზეიმის დრო ჯერ არ არის" - იტალიაში სოციალურ დისტანციას არ იცავენლოკდაუნის შერბილების შემდეგ იტალიელები თანდათან იბრუნებენ ქცევის ჩვეულ ნორმებს.

ქვეყანაში გაიხსნა ბარები, კაფეები და რესტორნები. ქალაქების ქუჩები ხალხით გაივსო. არის ხალხი, ვინც არც სოციალურ დისტანციას იცავს და არც ნიღბებს ატარებს. ისინი უმცირესობას შეადგენენ, მაგრამ მათმა ასეთმა ქცევამ შეიძლება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს.

“ზეიმის დრო ჯერ არ არის” – ასე გააფრთხილა მოსახლეობა ქვეყნის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ.

მილანის მერმა ჯუზეპე სალამ უფრო ღია ტექსტით გამოხატა სათქმელი. ჯერ კიდევ 8 მაისს, როდესაც იტალიაში დაიწყო ზომების შერბილება, მან მწვავედ გააკრიტიკა ქალაქის ქუჩებში გამოსული ის მილანელები, რომლებიც სოციალურ დისტანციას საერთო არ იცავდნენ.

“ეს სამარცხვინო იყო,” – თქვა მაშინ ქალაქის მერმა.

22 მაისს კი სალამ მოითხოვა იმ ბიზნესების დახურვა, რომლებიც წესებს არ ემორჩილებიან.

მსგავსი პოზიცია გამოხატა ბერგამოს მერმა, ქალაქის, რომელიც კოვიდ 19-გან ყველაზე მეტად დაზარალდა.

“ძალიან გავბრაზდი, როცა დავინახე, რამდენი ადამიანი დადის ნიღბების გარეშე,” – დაწერა მან ფეისბუქში.

მერმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფრის კონტროლი შეუძლებელია და მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში.