“კრემლთან დაახლოებულმა და საქართველოში დაფუძნებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიიდან ინფორმაციები მოიპარა და 2 მილიონ ფუნტს ითხოვს”

"კრემლთან დაახლოებულმა და საქართველოში დაფუძნებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიიდან ინფორმაციები მოიპარა და 2 მილიონ ფუნტს ითხოვს"ბრიტანული გამოცემა დეილი მეილი ამტკიცებს, რომ საქართველოში კრემლის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი მოქმედებს.

საგამოძიებო სტატიის თანახმად, ჰაკერებმა დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიიდან, სადაც კოვიდ-19-ზე სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობდა, სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაციები მოიპარეს.

როგორც დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი კიბერ შეტევების რაოდენობა წარსულში არ ახსოვთ. გამოძიების თანახმად, ჰაკერული გაერთიანებები დაფუძნებულია საქართველოში და კავშირში არიან რუსულ სპეცსამსახურებთან.

ჰაკერები ახლა ამ მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ 2 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ მოპარულია ინფორმაციებს შორისაა პირადი სახის მონაცემებიც.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური მხოლოდ ოპონენტების დევნითაა დაკავებული და ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით არაფერს აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჰიბრიდულ ომში ეხმარება:

“ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ატარებენ და ეს ნიშნავს, რომ საქართველო გამოიყენება საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით პლატფორმა ჰაკერებისთვის” – ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე.

ირაკლი სესიაშვილი კი ამბობს, რომ “დეილი მეილმა” დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა.

“საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს პარტნიორული ურთიერთობა აქვს ჩვენს ბრიტანელ კოლეგებთან და ბრიტანელები აქტიურად გვეხმარებოდნენ როდესაც რუსეთმა განახორციელა კიბერ თავდასხმა საქართველოზე” – აცხადებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.