კუომო – “ნიუ იორკის შტატში კოვიდ 19-გან გარდაცვლილთა რიცხვი იკლებს”

კუომო - "ნიუ იორკის შტატში კოვიდ 19-გან გარდაცვლილთა რიცხვი იკლებს"ნიუ-იორკის შტატში გასულ დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 56 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, 29 მაისს გარდაცვლილთა რიცხვი 69-ს შეადგენდა, დღევანდელი მონაცემებით კი კლება შეინიშნება.

“დაღუპულთა რიცხვის ეს შემცირება უდიდესი პროგრესია იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით”, – განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე ინფორმაციით, ნიუ-იორკში ასევე შემცირებულია კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი.

”ყველგან კარგი ამბავია”, – განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა.

იპნ