მანანა ბოლოთაშვილი _ “შვილები ჩვენს სკანდალს არ შესწრებიან, დაზიანება არ მიმიღია”

მანანა ბოლოთაშვილი _ "შვილები ჩვენს სკანდალს არ შესწრებიან, დაზიანება არ მიმიღია"28 აპ­რილს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და­ვით ცი­ნა­რი­ძე მო­რიგ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას თით­ქმის და­ვი­წყე­ბუ­ლი ჰყავ­და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ერთ-ერთი კად­რი, რომ­ლის კა­რი­ე­რაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ოს შე­ე­წი­რა.

მაშინ, 2015 წლის თებერვალში, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ნასვამი ეკა ყურშიტაშვილი დავით ცინარიძეს ურეკავს და პატრულისგან დაცვას სთხოვს.

და­ვით ცი­ნა­რი­ძე ამ­ჯე­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ოჯა­ხუ­რი სკან­და­ლის გამო მო­ექ­ცა. შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცი­ნა­რი­ძეს ბრალ­დე­ბა მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის და მუ­ქა­რის ფაქ­ტზე წა­რედ­გი­ნა. უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, ცი­ნა­რი­ძე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რომლის დროსაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი გა­ის­რო­ლა.

და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით ცი­ნა­რი­ძე ბრალს არ აღი­ა­რებს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის “დ” ქვე­პუნ­ქტით, 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მუ­ქა­რა­სა და ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მე­დი­ას­თან არ კონ­ტაქ­ტობ­და და­ვით ცი­ნა­რი­ძის მე­უღ­ლე მა­ნა­ნა ბო­ლო­თაშ­ვი­ლი, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, გა­მო­ნაკ­ლი­სი AMBEBI.GE-სთან და­უშ­ვა:

– დღეს შე­მო­ვე­დი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოკ­ვლე­ვა, თქვენს კი­თხვებს ამ ეტაპ­ზე ამომ­წუ­რა­ვად ვერ ვუ­პა­სუ­ხებ. მად­ლო­ბას გიხ­დით თა­ნად­გო­მი­სათ­ვის.

– თავს რო­გორ გრძნობთ?

– რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­მი­ღია, ვარ ჯან­მრთე­ლად. ჩემი შვი­ლე­ბი ინ­ცი­დენტს არ შეს­წრე­ბი­ან და კარ­გად არი­ან. ვაგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას ჩვე­ულ რიტ­მში.

– შე­გიძ­ლი­ათ, რომ მომ­ხდა­რი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას და მძი­მე კა­რან­ტი­ნულ ყო­ფას და­აბ­რა­ლოთ?

– ჩემ­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცია შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, ჩემს სამ სამ­ყა­როს­თან, ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რო დრო. ერ­თად ვა­ცხობთ, ვხა­ტავთ, ვუვ­ლით ჩემს ყვა­ვი­ლე­ბის ბაღს, სა­ღა­მო­ო­ბით ვსა­უბ­რობთ იმ წიგ­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც კი­თხუ­ლო­ბენ. ასე­ვე ვას­რუ­ლებ დის­ტან­ცი­უ­რად ჩემს სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას.

და­ვით ცი­ნა­რი­ძე და მა­ნა­ნა ბო­ლო­თაშ­ვი­ლი თით­ქმის 15 წე­ლია ერ­თად არი­ან. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავთ. რო­დე­საც ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი წლე­ბის წინ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, მა­შინ მე­უღ­ლემ მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ამბები