მანუელ ნოიერმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მანუელ ნოიერმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივამიუნხენის ბაიერნის მეკარემ მანუელ ნოიერმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ის ბაიერნის ფეხბურთელი 2024 წლის ჩათვლით იქნება. ახალი კონტრაქტის მიხედვით ნოიერის ყოველთვიური ანაზღაურება თითქმის მილიონი ევრო იქნება და ის ბაიერნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ნოიერი ერთი პერიოდი არ ჩქარობდა კონტრაქტის გახანგრძლივებას, მაგრამ როგორც ჩანს ხელფასის გაზრდამ თავისი გავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე. ნოიერი ბაიერნში 2011 წელს გადავიდა და ის რამდენიმე წელია მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ითვლება.