თბილისში, ყაზბეგის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
“კურიერის” ინფორმაციით, ცხედარი ნაპოვნია ე.წ. შანხაის უბანში მდებარე ყოფილი თეატრის შენობის პირველ სართულზე.
მომხდართან დაკავშირებით არსებობს ორი ვერსია. ერთის თანახმად, გარდაცვლილი მამაკაცი იყო ხანდაზმული და უსახლკარო, ხოლო მეორე ვერსიით, ადგილობრივების ცნობით, შუახნის მამაკაცი ბლაგვი საგნით მოკლეს.
მიმდებარე ტერიტორია პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მიმდინარეობს მოკლული მამაკაცის იდენტიფიცირების პროცესი.
რუსთავი 2

