მთავარ არხზე დღეიდან “დიდი ოჯახი” იწყება – ვიდეო

მთავარ არხზე დღეიდან "დიდი ოჯახი" იწყება - ვიდეომთავარ არხზე დღეიდან დაიწყება სერიალი “დიდი ოჯახი”.

“დიდი ოჯახი” იუმორისტული სერიალია, რომელიც ტრადიცილური სიტკომის წესების დაცვით იქნება გადაღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიალს თან ახლავს მაყურებლის გულწრფელი ემოციები და ბევრი სიცილი.

მოქმედება ერთ დიდ ოჯახში ვითარდება.

„დიდი ოჯახი” ყველა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი, ყველა სეგმენტს მოიცავს და მასში სხვადასხვა თემა იქნება გაშლილი.

სერიალის გადაღების იდეა ვანო ჯავახიშვილს და მის გუნდს გაუჩნდა. მცირე დროში შეძლეს ახალი სცენარისტების  ჯგუფის  შეკრება და მოიწვიეს ამ ჟანრში  გამოცდილი რეჟისორი,  გოჩა კოლხელაური.

სერიალის პირველი ორი სერია უკვე გადაღებულია და მაყურებლის შეფასებას ელოდება ყოველ პარასკევსა და შაბათს, 23:00 საათზე.