“მტკიცებულებები იქნება გაამტყუნებს, არ იქნება და გაამართლებს”- მდინარაძე რურუაზე

"მტკიცებულებები იქნება გაამტყუნებს, არ იქნება და გაამართლებს"- მდინარაძე რურუაზე“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გიოარგი რურუას შესაძლო გათავისუფლებაზე საუბრისას ამბობს, რომ ეს “სასამართლოს საქმეა”.
“თუ კონსტიტუციის ბედს ჩამოკიდებენ იმაზე, ერთი ადამიანი ციხეში იქნება თუ არა, ან ეს შანტაჟისთვის იქნება გამოყენებული, როცა სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება… მტკიცებულებები იქნება, მიიღებს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას, არ იქნება და მიიღებს გამამართლებელს. ეს სასამართლოს საქმეა”- აცხადებს მდინარაძე და დასძენს რომ საკონსტიტუციო ცვლილების დროს ოპოზიციის მხრიდან ამაზე საუბარი, “წმინდა წყლის პროვოკაციული გამოხტომაა”.