ნამუსი არ გაქვს? – ცოტა ტონს დაუწიე! – სოფო კილაძე და ლევან კობერიძე წაკინკლავდნენ

ნამუსი არ გაქვს? - ცოტა ტონს დაუწიე! - სოფო კილაძე და ლევან კობერიძე წაკინკლავდნენპარლამენტში ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძესა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრ ლევან კობერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც ცნობილია დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავდნენ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

კომიტეტის სხდომაზე სოფიო კილაძემ კობერიძეს შემდეგი ფრაზით მიმართა: „ნამუსი არ გაქვს“, რასაც თავის მხრივ ლევან კობერიძე გამოეხმაურა.

„ნამუსი არ გაქვს“ – ეს რა მიმართვაა? მგონი შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია. ნამუსი შენკენ მოიკითხე. რა სიტყვებია. ცოტა დაუწიე ტონს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ასე შეურაცხყოფას ნუ აყენებ ადამიანს“, – მიმართა კობერიძემ კილაძეს.

ამ უკანასკნელ განცხადებაზე კი კილაძემ განაცხადა, რომ კობერიძეს სკანდალები სურს და იგი “მისგან განსხვავებით საქმეს აკეთებს”.