ნიკა არაბიძის შოუ პარასკევის ნაცვლად ეთერში ოთხშაბათს გავა

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” სატელევიზიო ბადეში ცვლილებებია. “ნიკა არაბიძის შოუ” დღეიდან ეთერში, პარასკევის ნაცვლად, ყოველ ოთხშაბათს, საღამოს 10 საათზე გავა.

ქართულ ტელესივრცეში ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც მსგავსი ტიპის იუმორისტული შოუ, შუა კვირაში გადის ეთერში. წამყვანი ნიკა არაბიძე აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება პოლიტიკურად დატვირთულ წელს უკავშირებს.

გადაცემის პროდიუსერი კი ამბობს, რომ რადგან საარჩევნო თვეები მოდის, საჭირო იყო პოლიტიკისთვის დაეთმოთ კვირის ბოლო.