ოქტომბერში გამოჩნდება ვინა გოიმი და ვინ სვეტი – ვოლსკი კობახიძეს იცავს

ოქტომბერში გამოჩნდება ვინა გოიმი და ვინ სვეტი - ვოლსკი კობახიძეს იცავს“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარი ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს, კობახიძემ შალვა რამიშვილის POSTV-ში თქვა, რომ ისეთი “გოიმური” ოპოზიციური სპექტრი, როგორიც დღესაა, საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება.

ვოლსკის თქმით კი “გოიმურია თუ სვეტური ოპოზიცია, ამას ჩვენ გვიჩვენებს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები”.

„ყველა სხვადასხვა ტერმინოლოგიას ხმარობს, ზოგი ამბობს – „ნაცები შმაცები”, ისინიც ხანდახან იყენებენ გარკვეულ სიტყვებს და მე არ გამიგია, რომ თქვენ გეკითხათ, თუ რატომ მოიხსენიებენ ისინი თავის ოპონენტებს აუგი სიტყვით, გოიმურია თუ სვეტურია, ამას ჩვენ გვიჩვენებს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები,”- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თვითონ ამ საკითხის დაყენებაა გოიმური.

„არ მგონია, რომ ასეთ საკითხებზე სერიოზული განცხადებები უნდა გაკეთდეს. რას ნიშნავს საკითხის ასე დაყენება? მემგონი თვითონ საკითხის დაყენება ძალიან გოიმურია,”- განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი წერეთელმა.