ოზურგეთში 6 წლის ბიჭი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს – საკუთარ ძაღლს გაკიდებია, შინ რომ დაებრუნებინა

ოზურგეთში 6 წლის ბიჭი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს - საკუთარ ძაღლს გაკიდებია, შინ რომ დაებრუნებინაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბიჭი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი დილის საათებში სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თამაშობდა,

როგორც ახლობლები ყვებიან, ბავშვი საკუთარ ძაღლს გამოკიდებია, შინ რომ დაებრუნებინა. ძაღლი კი მისულა სახლში მალევე. ხოლო გუბესთან მდგომ ბავშვს სავარაუდოდ ფეხი დაუცდა ამოსვლა ვერ შეძლო და დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გურია ნიუსი