პაკისტანში ლაჰორ-ყარაჩის ბორტი დაჯდომისას შენობებს შეეჯახა და დაიწვა – 107 ადამიანი დაიღუპა – ვიდეო

პაკისტანში ლაჰორ-ყარაჩის ბორტი დაჯდომისას შენობებს შეეჯახა და დაიწვა - 107 ადამიანი დაიღუპა - ვიდეოპაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზებს ეკუთვნის. ხომალდი ქალაქ ლაჰორიდან ყარაჩისკენ მიემართებოდა.

თვითმფრინავი, რომელშიც 107 ადამიანი იმყოფებოდა, ყარაჩის საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. კატასტროფის შემდეგ, თვითმფრინავი ცეცხლის ალში გაეხვა.

ყარაჩის მერის ინფორმაციით,  ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.

ამ დროის მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. თვითმფრინავი დასაფრენ ზოლზე დაშვებას გეგმავდა, როცა აეროპორტის მახლობლად მდგარ შენობებს შეეჯახა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი დასახლებულ პუნქტში.

მომხდარს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი გამოეხმაურა.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ მომხდარით. დაუყოვნებლივ დაიწყება გამოიძიება. ვლოცულობთ დაღუპულთათვის და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს“, – დაწერა პრემიერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

იპნ