პედრო სანჩესმა ესპანეთში საგანგებო ვითარების კიდევ 15 დღით გაგრძელება მოითხოვა

პედრო სანჩესმა ესპანეთში საგანგებო ვითარების კიდევ 15 დღით გაგრძელება მოითხოვაესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა საკანონმდებლო ორგანოს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით მიმართა.

როგორც სანჩესმა აღნიშნა, ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირაა შესანიშნავი შედეგებია, თუმცა მოდუნება არ შეიძლება.

“ჩვენ არ შეგვიძლია მოდუნება, ვირუსი ჩვენს ქვეყანაში ისევ არსებობს”,- აღნიშნა სანჩესმა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა საგანგებო მდგომარეობის კიდევ 15-დღიან გახანგრძლივებას შეეცდება.

ესპანეთში პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა მარტში გამოცხადდა.