პეკინზე მე-4 სართულიდან გოგონა გადავარდა – “თეთრეულის თოკებმა იხსნა”

პეკინზე მე-4 სართულიდან გოგონა გადავარდა - "თეთრეულის თოკებმა იხსნა"თბილისში,  პეკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან ახალგაზრდა გოგო გადავარდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი გამოკითხეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“ახალგაზრდა გოგონა იყო გადმოვარდნილი მე-4 სართულიდან. ჩვენ რომ გადავიხედეთ, უკვე ძირს იყო და  სასწრაფომ წაიყვანა. ცოცხალი იყო იმიტომ, რომ ესაუბრებოდა. თავისუფლად არ საუბრობდა, უბრალოდ, როცა საკაცეზე დააწვინეს, მაშინ ხმები გამოსცა, ანუ ცოცხალი იყო,” – თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

“სახელი და გვარი უთხრა სასწრაფოს, დაბადების წელი უთხრა, კიდურები მოტეხილი აქვსო, ექიმები ამბობდნენ. თოკებმა იხსნა, თეთრეულის თოკები რომ არის, იმათზეა დაცემული. ჩასვეს რეანიმაციის მანქანაში და გადაიყვანეს” – თქვა მეორემ.

რუსთავი 2

პეკინზე მე-4 სართულიდან გოგონა გადავარდა - "თეთრეულის თოკებმა იხსნა"