პრემიერი სანჩესი – “ლა ლიგა 8 ივნისს დაბრუნდება”

პრემიერი სანჩესი - "ლა ლიგა 8 ივნისს დაბრუნდება"ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების უფლება გასცა.

„ესპანეთმა გააკეთა ის, რასაც მისგან ელოდნენ. ახლა ყველას წინაშე იხსნება ახალი ჰორიზონტები. დადგა დრო, აღვადგინოთ ყოველდღიური საქმიანობა. 8 ივნისს ლა ლიგა დაბრუნდება“, – განაცხადა სანჩესმა.

ესპანეთის ჩემპიონატის 27 ტურის შემდეგ, ლიდერი „ბარსელონაა“, რომელიც 2  ქულით უსწრებს მადრიდის „რეალს“. მესამე ადგილზე „სევილიაა“, რომელიც კატალონელებს 11 ქულით ჩამორჩება.

პირველი არხი