პრემიერი სანჩესი – “საგანგებო მდგომარეობა 2 კვირით უნდა გავახანგრძლივოთ”

პრემიერი სანჩესი - "საგანგებო მდგომარეობა 2 კვირით უნდა გავახანგრძლივოთ"ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ქვეყნის პარლამენტს ორი კვირით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ მიმართა. მისი თქმით, კორონავირუსი არსად გამქრალა და სიფრთხილის ზომები კვლავ აუცილებელია.

პედრო სანჩესმა მოსახლეობას ბოდიშიც მოუხადა იმ შეცდომებისთვის, რომელიც მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში დაუშვა.

ცნობისთვის, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე 4-ჯერ გახანგრძლივდა. პარლამენტის დამტკიცების შემთხვევაში, ის 7 ივნისამდე კვლავ ძალაში დარჩება.

იპნ