ქუთაისში მამის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში მამის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდაქუთაისში მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა. სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად დღეს გაიმართა. დაკავებულის ადვოკატის, ირაკლი შენგელიას თქმით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს დასრულებამდე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩებოდა, რადგან საქმეში არსებული გარემოებები ამის შესაძლებლობას ტოვებდა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, დაცვის მხარემ პროცესზე 10.000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას და მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული მამის მიერ ნაცემია, მას სხეულზე დაზიანებებიც აქვს და ის იძულებითი მოგერიების მიზნით თავს იცავდა.

რაც შეეხება დაკავებულს, ადვოკატის თქმით, ის ფაქტს აღიარებს და მომხდარს ინანიებს.

იპნ