ქუთაისში მანქანა ამოყირავდა

ქუთაისში მანქანა ამოყირავდაქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  მანქანა გზის სავალ ნაწილზე ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზა გადაკეტილია და ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს.

მთავარი