რა საფრთხე მოაქვს მიკროჩიპებს, რომლებიც 4.000-მა შვედმა ჩაისვა

რა საფრთხე მოაქვს მიკროჩიპებს, რომლებიც 4.000-მა შვედმა ჩაისვაშვე­დეთ­ში უკვე წლე­ბია ადა­მი­ა­ნე­ბი კან­ქვეშ ჩას­მულ მიკ­რო­ჩი­პებს ატა­რე­ბენ. მიკ­რო­ჩი­პე­ბის იმპლან­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი 2015 წლი­დან და­ი­წყო და რო­გორც გა­მო­ცე­მა euroweeklynews.com წერს, ამ დრო­ის­თვის მას 4.000-ზე მეტი შვე­დი იყე­ნებს, რაც მათი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ჩიპი ბრინ­ჯის მარ­ცვლის ზო­მი­საა და ის ხელ­ში იდ­გმე­ბა.

euronews.com 2018 წლის სტა­ტი­ა­ში წერ­და, რომ მიკ­რო­ჩი­პებ­მა უნდა გა­ა­მარ­ტი­ვოს ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა – მათ აღარ მო­უ­წევთ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ID ბა­რა­თე­ბის და უამ­რა­ვი სხვა ბა­რა­თის ტა­რე­ბა, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი ჩიპ­ზეა და­ტა­ნი­ლი. მას იყე­ნე­ბენ სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სას­ვლე­ლად, თან­ხის გა­და­სახ­დე­ლად, ტრან­სპორ­ტში და კი­დევ ბევ­რი სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით.

“ეს ტექ­ნო­ლო­გია წარ­მო­უდ­გენ­ლად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია“, – ამ­ბობს “ევ­რო­ნი­უს­თან“ მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი ბენ ლი­ბერ­ტო­ნი, რო­მე­ლიც MAX IV-ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობს.

მთა­ვარ საფრ­თხე­ზე სა­უბ­რი­სას ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა, ყო­ვე­ლი­ვემ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის რის­კი გა­ა­ჩი­ნოს, რად­გა­ნაც ხელ­ში იმპლან­ტი­რე­ბუ­ლი მიკ­რო­ჩი­პი­დან პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პარ­ვა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია.

“მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა მო­ნა­ცემ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვაა, თუ ის კარ­გად არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ მარ­ტი­ვად მო­ი­პა­როს“, – ამ­ბობს ლი­ბერ­ტო­ნი. მი­სი­ვე თქმით, მეც­ნი­ე­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი იყოს.

ამბები