რუსთავთან ბზიკის გამო მანქანა ამოტრიალდა – დედა-შვილი დაშავდა – ვიდეო

რუსთავთან ბზიკის გამო მანქანა ამოტრიალდა - დედა-შვილი დაშავდა - ვიდეოავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს გზაზე

ავარიის შედეგად დედა-შვილი დაშავდნენ.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე გადაბრუნდა.

ავარიის მთავარ გამომწვევ მიზეზად ავტომობილში შეფრენილი მწერი სახელდება.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინფორუსთავი