საბერძნეთის პოლიციამ 9 ქართველი კრიმინალი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ 9 ქართველი კრიმინალი დააკავასაბერძნეთის პოლიციამ „ქართული კრიმინალური დაჯგუფების“ 9 წევრი დააკავა, – ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები, შიდა ინფორმატორებისგან იღებდნენ ინფორმაციას გასაძარცვი ბინების თაობაზე, შემდეგ მათ ნიშნავდნენ და მოგვიანებით ძარცვავდენ.

გავრცელებული ცნობებით, დაკავებულია 8 მამაკაცი და 1 ქალი. მათ ბრალი კანონის განმეორებით დარღვევისთვის, ძარცვისთვის და კრიმინალური დაჯგუფების წევრობისთვის ედებათ.

იპნ