საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები არაკონსტიტუციურად ცნო – რუმინეთში ანარქიას ელიან

საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები არაკონსტიტუციურად ცნო - რუმინეთში ანარქიას ელიანრუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები არაკონსტიტუციურად ცნო. ჯარიმების რაოდენობა, რომელიც 120 მილიონ ევროს აღწევს, პოლიციის მიერ იყო გამოწერილი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ლუდოვიკ ორბანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „შოკირებულია“. მისი თქმით, მსგავსი ვერდიქტი ქვეყანაში ანარქიასა და კანონდარღვევებს წაახალისებს.

ცნობისთვის, რუმინეთში საგანგებო მდგომარეობა მარტის შუა რიცხვებში გამოცხადდა. მას შემდეგ, ქვეყნის პოლიციამ კარანტინის წესების დარღვევისთვის 300.000 ადამიანი დააჯარიმა.

იპნ