საკონსტიტუციო სასამართლოს მე-9 მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს მე-9 მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიესუზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მე-9 მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის ვინაობა 29 მაისს გახდა ცნობილი. ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვის წინ ამოეწურა.

ვასილ როინიშვილი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იყო წარდგენილი. პროცედურის თანახმად, თუკი მას აირჩევს პლენუმი, მან უნდა დაწეროს განცხადება და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის შესახებ.