სალომე ზურაბიშვილი ბინას აქირავებს – თვეში 1.800 ევროდ

სალომე ზურაბიშვილი ბინას აქირავებს - თვეში 1.800 ევროდსაქართველოს პრეზიდენტი ბინას აქირავებს. ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა ქონებრივ და ფინანსურ დეკლარაციაში მიუთითა.

დეკლარაციის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულება 2019 წლის პირველ იანვარს გაფორმდა და ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

საუბარია პარიზის პრესტიჟულ უბანში მდებარე 60 კვ.მ ბინაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა 1989 წელს შეიძინა.

დეკლარაციით ირკვევა, რომ ბინის გაქირავებიდან საქართველოს პრეზიდენტი შემოსავლის სახით წელიწადში 21.600 ევროს იღებს, ანუ თვეში 1.800 ევროს.

პრაიმ ტაიმი