საფრანგეთმა პლაქვენილის კლინიკებში გამოყენება შეაჩერა – ის ზრდის გულის დაავადებათა რისკს

საფრანგეთმა პლაქვენილის კლინიკებში გამოყენება შეაჩერა - ის ზრდის გულის დაავადებათა რისკსსაფრანგეთის მთავრობამ ჰისდროქსიქლოროქინის, იგივე პლაქვენილის,  საავადმყოფოებში მოხმარება შეაჩერა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

გამოცემის ცნობით ქვეყანაში, გადაწყვეტილება ჯანდაცვის უმაღლესი საბჭოს რჩევის შედეგად მიიღეს. საფრანგეთის გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები პრეპარატს არც ანტიბიოტიკთან ერთად და არც ანტიბიოტიკის გარეშე აღარ მიიღებენ.

ცნობისთვის, გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, მედიკამენტი „სოლიდარობის კვლევებიდან“ დროებით ამოიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი, ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული სტატია გახდა, რომლის თანახმად, გულის პრობლემებით იმ ადამიანების გარდაცვალების რისკი იზრდებოდა, ვინც „პლაქვენილს“ იღებდნენ. თუმცა იქამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნულ მედიკამენტს ყოველ დღე პროფილაქტიკის მიზნით სვამდა. დღეს კი, სალვადორის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეპარატს არა მარტო ტრამპი, არამედ მსოფლიო ლიდერების უმეტესობა იღებს.