“საწყალი, სულ მეცოდებოდა, ფეხის თრევით დადიოდა” – უჯარმის ქუჩაზე 60 წლის მამაკაცი დაჭრეს

თბილისში 60 წლის მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი უჯარმის ქუჩაზე მოხდა.

როგორც “რუსთავი 2-მა” გაარკვია, კაცი ისანში, უჯარმის ქუჩაზე ქირით 1 კვირის წინ გადმოვიდა. ის სახლში, გასულ ღამეს, მეგობრებთან ერთად დაბრუნდა.

“საწყალი, სულ მეცოდებოდა, ფეხის თრევით დადიოდა, წყნარად მიდიოდა, მოდიოდა, საცოდავად. მარტომ დაიქირავა ბინა, ვინც მაგას მოყვა, იმან თქვა, საწყალი კაცია, იქნება მარტოო. დილით სასწრაფი იყო მოსული. თვითონ იმ კაცს ეკითხებოდნენ სად დაგჭრესო და მიანიშნა, იქითო და წავიდა და მთელი პოლიცია თან წაყვა” -თქვა მეზობელმა მთავართან საუბარში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. მათივე განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით არის დაჭრილი.