სერხიო რამოსი: “ სეზონის განახლება ყველას გვინდა“

სერხიო რამოსი: “ სეზონის განახლება ყველას გვინდა“მადრიდის რეალის მცველმა სერხიო რამოსმა სეზონის განახლებაზე ისაუბრა და თქვა რომ მას ძალიან უნდა რომ ეს მალე მოხდეს. რამოსის თქმით ყველა ფეხბურთელს მოენატრა თამაში და ეს მხოლოდ რამოსს არ ეხება:

“ეს თვეები სახლებში ოჯახებთან გავატარეთ და ნამდვილად არ იყო ცუდი, მაგრამ მოვიდა დრო ვაკეთოთ ის რაც ყველაზე მეტად გვსიამოვნებს და რაც ჩვენი საქმეა. მინდა რომ სეზონი მალე განახლდეს და რეალი სათამაშოდ მზად არის“. ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი დიდი ალბათობით 13 ივნისს განახლდება.