შსს – “ორთაჭალაში პოლიციას და მოქალაქეებს ერთმანეთისთვის არ უსვრიათ”

შსს - "ორთაჭალაში პოლიციას და მოქალაქეებს ერთმანეთისთვის არ უსვრიათ"შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში, პოლიციასა და მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორთაჭალაში, პოლიციასა და რამდენიმე მოქალაქეს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, სროლის შედეგად კი გარდაცვლილია ერთი ადამიანი.