შვილმა დაკრძალა 73 წლის მამა, რომელიც ცოცხალი აღმოჩნდა

შვილმა დაკრძალა 73 წლის მამა, რომელიც ცოცხალი აღმოჩნდაწარმოუდგენელი შემთხვევა მოხდა კუნძულ როდოსზე.

24 აპრილს მიხალი პეტრიდის ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობის სარდაფში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ვინაიდან ამ შენობაში ცხოვრობდა 73 წლის მოხუცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მუდმივად ექიმებთან დადიოდა, პოლიციამ ჩათვალა, რომ გარდაცვლილი სწორედ ეს მამაკაცი იყო და მის ოჯახს შეატყობინა.

როცა ოჯახს ცხედარი მიუსვენეს, სასახლე დაკეტილი იყო და, ექსპერტების მითითებების საფუძველზე, საერთოდ არ გახსნეს, რის გამოც, ოჯახმა მიცვალებული ფიზიკურად ვერ ნახა.

მიუხედავად ამისა, მამაკაცის შვილს სჯეროდა, რომ სასახლეში ნამდვილად მისი მამის ცხედარი იყო მოთავსებული.

დაკრძალვის ცერემონია ჩვეულ რეჟიმში შედგა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ოჯახს დარეკეს და უთხრეს, რომ 73 წლის მამაკაცი სინამდვილეში ცოცხალი იყო.

“ერთ-ერთი დაწესებულებიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მამაჩემი ცოცხალი იყო და მათთან იყო განთავსებული, რადგან იქ იღებენ ადამიანებს, ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემებით. ეს იყო დიდი შოკი,” ამბობს მისი ვაჟი.

როგორც ირკვევა, 73 წლის მამაკაცს ოჯახთან ხშირი კონტაქტი არ ჰქონდა. როდესაც ის ბოლოს ძალიან ავად გახდა, საავადმყოფოდან მიმღებ დაწესებულებაში მოათავსეს, რის შესახებაც მის შვილს არ შეატყობინეს.

გამოდის, რომ ოჯახმა სრულიად უცხო ადამიანი დამარხა.უახლოეს მომავალში იგეგმება დამარხული გვამის ექსგუმაცია მისი ვინაობის დასადგენად..

გეორგიანს გრ.