თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით მეზობელმა მიაყენა. შემთხვევა კონიაკის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა შელაპარაკება.
რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ინციდენტში მონაწილე მეორე პირი კი დაკავებულია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

