თბილისში პატრულის მანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

თბილისში პატრულის მანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახაპროკურატურამ თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

“ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 19 მაისს გაბრიელ სალოსის გამზირზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ჯ., რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოძრავ მოქალაქე ა.ჯ.-ს შეეჯახა. ა.ჯ. საავადმყოფოშია გადაყვანილი. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – აღნიშნავენ პროკურატურაში.