თბილისში, წერეთლის გამზირზე, 2 ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე, 2 ახალგაზრდა დაჭრესსისხლიანი გარჩევა წერეთლის გამზირზე – სკვერში, სადაც შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირპირდნენ, სისხლის კვალი ამ დრომდე ჩანს. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაპირიპირებას წინ შელაპარაკება და ჩხუბი უძღოდა, რომელიც მალევე ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა.

ქუჩური გარჩევის ადგილი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ტერიტორიაზე კრიმინალისტები მუშაობენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ჭრილობები ჩხუბის მონაწილეებს ცივი იარაღით აქვთ მიყენებული, ორი დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება დაახლოებით საღამის შვიდი საათისთვის დაიწყო. მოსახლეობა დაპირისპირების მიზეზზე ვერ საუბრობს, შესაბამისად ამ დროისათვის უცნობია, რა გახდა მომხდარის მიზეზი.

ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება შსს-მ.

მთავარი არხი