თვითმკვლელობა სუსის შენობაში – თანამშრომელმა იარაღი გულში ისროლა და თავი მოიკლა

თვითმკვლელობა სუსის შენობაში - თანამშრომელმა იარაღი გულში ისროლა და თავი მოიკლაამ წუთებში სრული პანიკაა სუსის შენობაში. პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად გაარკვია რომ სუსის შენობაში თანამშრომელმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობის შესახებ ოჯახს უკვე შეატყობინეს.

მან სამუშაო ოთახში იარაღი გულში ისროლა.

ის ვარკეთილში ცხოვრობდა და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ახლობელი იყო. ვახტანგ გომელაური წლების წინ მის მეზობლად ცხოვრობდა. ისინი ერთ სკოლაში დადიოდნენ.

მეტიც, ალუდა ზვიადაური ვახტანგ გომელაურის რეკომენდაციით დაინიშნა სუსში, როდესაც ის უწყების უფროსი გახდა.

თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, პრესა.ჯი დეტალებს არკვევს.

პრესა.ჯი