უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში მოკლული იპოვეს

უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში მოკლული იპოვესუკრაინელი დეპუტატი, ვალერი დავიდენკო საკუთარი ოფისში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, პოლიტიკოსი თავში გასროლით არის მოკლული. მისივე თქმით, იარაღი მის ცხედართან აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება თვითმკვლელობაც.

ცნობისთვის, დავიდენკო უმაღლესი რადას წევრი 2014 წლიდან არის. ის საკანონმდებლო ორგანოს ეკონომიკური განვითარების კომიტეტის წევრი იყო.