უსმან დემბელე: “სათამაშოდ მზად ვარ“

უსმან დემბელე: “სათამაშოდ მზად ვარ“ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ განაცხადა რომ ის მზად არის მოედანზე გამოსასვლელად და სათამაშოდ და მას ერთი სული აქვს რომ ეს გააკეთოს. დემბელეს თქმით მან უკვე მოიშუშა ტრავმა და ამჯერად ის შეეცდება რომ ტრავმებმა მას ხელი აღარ შეუშალონ:

“ძალიან მომენატრა მოედანზე გამოსვლა და ჩემი საყვარელი საქმის კეთება. დიდი იმედი მაქვს რომ ტრავმები ხელს აღარ შემიშლიან. ჩემს თანაგუნდელებს კარგად ვუგებ ვარჯიშებზე და მოედანზეც ასე იქნება. ცარიელ ტრიბუნებზე თამაში სასიამოვნო არ არის, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს“.