ვირჯილ ვან დეიკი: “მინდა ბევრი ტიტული მოვიგო“

ვირჯილ ვან დეიკი: “მინდა ბევრი ტიტული მოვიგო“ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა რომ მის კარიერაში ჯერ კიდევ ბევრი რამ წინ არის და ის კიდევ დიდხანს აპირებს თამაშს. ვან დეიკს სურს რომ ლივერპულთან ერთად არაერთი ტიტული მოიგოს:

“ყოველთვის ვცდილობ რომ უკეთესი გავხდე და მოედანზე უფრო მეტად ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები, თუმცა ზოგჯერ ამის გაკეთება იოლი არ არის. ლივერპულთან ერთად ბევრი ტიტულის მოგება მინდა და ვფიქრობ რომ აქ დიდხანს დავრჩები“. ლივერპულში ვან დეიკმა გასულ სეზონში უკვე მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება.