ზუგდიდის მაღაზიიდან 50 ათასი ლარის საქონელი მოიპარეს

ზუგდიდის მაღაზიიდან 50 ათასი ლარის საქონელი მოიპარესზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის მფლობელის თქმით, წაღებულია 50 ათასი ლარის საქონელი.

„მაღაზია გაქურდეს კომენდანტის საათის დროს. წაღებულია ლეპტოპები, პერსონალური კომპიუტერები და ტელეფონები, დაახლოებით 50 ათასი ლარის საქონელი“, – განაცხადა მან.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ქურდობას გულისხმობს.

ნიუპოსტი